пятница, 19 декабря 2008 г.

ბიზნესი სკოლაში

1. პროექტის სახელი: ბიზნესი სკოლაში

2.პროექტის მოკლე აღწერა: სკოლა რომელსაც აქვს პირობები აწარმოოს რაიმე სახის პროდუქტი შეძლებს ჩაერთოს ბიზნესში.
3.პროექტის სრული აღწერა: ჩვენს სკოლაში ოთხი წელია ჩამოყალიბდა სმფ-საქართველოს მომავალ ფერმერთა ორგანიზაცია რომელსაც აფინანსებს ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი. საქართველოში მას კურირებს GIPA-სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა.
ამ წლების მანძილზე განვახორციელეთ პროექტები: მეფუტკრეობაში, მებოსტნეობაში, სასათბურე მეურნეობაში.
ბავშვები ხალისით ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რადგან იციან, რომ მათ შრომას მოჰყვება სათანადო შედეგი, მიღებული პროდუქცია გაიყიდება ბაზარზე, თანხა ეძლევათ ხელფასის სახით ან მოეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადსხვა კუთხეში (ეს საუკეთესო წახალისებაა მათთვის).მოწეული საკვები პროდუქტებით დავეხმარებით მარტოხელა მოხუცებს. ნაწილს კი ვიყენებთ მომავალი პროექტების განხორციელებისათვის.
ამჟამად გთავაზობთ პროეტს „მებოცვრეობის განვითარება სკოლაში“, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ მომავალი წლის გაზაფხულიდან. (პროექტის დეტალებზე ჩავერთოთ დისკუსიაში).
4.ორგანიზაციაში გაერთიანებულია 25 მოსწავლე VIII-IX-X კლთასებიდან სურვილის მიხედვით .შექმნილია ჯგუფები პროექტების მიხედვით
5.ვადები:1 წელი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები ჯგუფში:ლექცია-საუბრების ჩატარება,შეხვედრები :ბიზნესმენთან, ეკონომისტთან სპეციალისტებთან,სატელევიზიო გადაცემა „ბიზნესკურიერი“
7.მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები სწავლობენ თეორიულად და პრაქტიკულად განახორციელებენ პროექტებს, გამოუმუშავდებათ კვლევითი უნარ-ჩვევები,ეცნობიან საბაზრო ეკონომიკას,პროექტის განხორციელებისას ისინი მიიღებენ პროდუქციას,რომელიც გარკვეულ შემოსავალს მოუტანს სკოლას.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები ეჩვევიან ბიზნესის კეთებას,სხვადასხვა სკოლების ჩართვა
ამ პროექტში ხელს შეუწყობსსოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარებას და ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგიასთან: ბავშვები სწავლობენ ეცნობიან პროექტისათვის საჭირო კულტურების :ფუტკარი, ბოცვერი, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანის ბიოლოგიურ თავისებურებებს, საარსებო გარემო პირობებს, ზრდა-განვითარების თავისებურებებს
მათემატიკა-ეკონომიკა:დაგეგმოს და გამოიანგარიშოს რა დაჯდება პროექტის განხორციელება,
რა მოსალოდნელი მოგება შეიძლება გვქონდეს.
შრომითი აღზრდა:პროექტების განხორციელებისას მოსწავლეები იღებენ შრომით უნარ-ჩვევებს, გამოუმუშავდებათ ნებისყოფა,(შედეგის ლოდდინში)
სამოქალაქო განათლება:კანონების ცოდნა რომ აწარმონ სუფთა ბიზნესი.
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან:სამტრედიის №2სკოლა,ხობის რაიონის ქვალონის საჯარო სკოლა,
ყვარელის რაიონის ახალსოფლის საააჯარო სკოლა,
საჩხერის რაიონის ჭალის საჯარო სკოლა.
ოზურგეთის რაიონის დვაბზუს საჯარო სკოლა.
ქუთაისის №3 საჯარო სკოლა.
ქუთაისის №8 საჯარო სკოლა.
12 პროექტის ფასილიტატორის სახელი: ჟუჟუნა მჟავანაძე
13. პროექტის ფასილიტატორისელ-ფოსტა: jujunabi@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac504d
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://fermeriianeti.blogspot.com/